Google-ი 21 წლის გახდა

კომპანია Google-ი 21 წლის გახდა. ამის შესახებ cnet-ი წერს.

კომპანიამ 21-ე “დაბადების დღეს” სპეციალური დუდლი მიუძღვნა. “დუდლზე” ასახულია, როგორ გამოიყურებოდა კომპიუტერის ეკრანი 21 წლის წინ, როცა სერგეი ბრინმა და ლარი ფეიჯმა Google-ის საძიებო სისტემა შექმნეს.

Google-ის საძიებო სისტემით, დღესდღეობით ასობით მილიონი ვებგვერდის მოძებნაა შესაძლებელი.
მიუხედავად იმისა, რომ Google-ი 1998 წლის 4 სექტემბერს შეიქმნა, კომპანია საკუთარ დაბადების დღეს 27 სექტემბერს 2006 წლიდან აღნიშნავს.

კომენტარები

სხვა სიახლეები