Facebook-მა აღიარა, რომ მიმოწერა ცუკერბერგთან სრულიად წაშალა – რა ცვლილებები ელის მომხმარებლებს

კომპანია Facebook-მა აღიარა, რომ რამოდენიმე წლის განმავლობაში, სოციალურ ქსელში მიმოწერას მარკ ცუკერბერგის მონაწილეობით “ასუფთავებდა”. ამის შესახებ ინფორმაციას TechCrunch -ი ავრცელებს. TechCrunch-ის ცნობით, ​Facebook-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს კორპორატიული უსაფრთხოების დაცვის მიზნით კეთდება.

“მას შემდეგ რა 2014 წელს Sony Pictures-ის მიმოწერა გატეხეს, ჩვენ რიგი ცვლილებები შევიტანეთ, რათა ჩვენი ხელმძღვანელობა დავიცვათ. ეს გულისხმობდა მარკთან მიმოწერის შენახვის ვადის შემცირებას. ეს ცვლილება სრულად შეესაბამება ჩვენს იურიდიულ მოვალეობებს შეტყობინებების შენახვით თაობაზე”,- განაცხადეს კომპანიაში.

ყურადსაღებია ის, რომ Facebook-ის რიგით მომხმარებლებს ეს ფუნქცია არ აქვთ. როგორც TechCrunch-ში განაცხადეს, მომხდარი ინციდენტი ხალხის ნდობას Facebook-ის ადმინისტრაციისადმი და ზოგადად, სოციალური ქსელისადმი საგრძნობლად შეამცირებს. Facebook-ის წარმომადგენლებმა ისიც დაამატეს, რომ მსგავსი ფუნქცია უახლოეს დროში რიგით მომხმარებლებსაც ექნებათ, ისინი შეძლებენ მიმოწერის წაშლას, როგორც თავისთან, ისე მოსაუბრესთან და მიმოწერა აღარ შეინახება.

კომენტარები

სხვა სიახლეები