Facebook-ის აქციონერები მარკ ცუკერბერგის გადადგომას ითხოვენ

სოციალური ქსელი Facebook-ის აქციონერების გარკვეული ნაწილი უკმაყოფილოა მარკ ცუკერბერგის წლიური ხარჯებით, რომელიც აზარალებს კომპანიას და მისი გადადგომის მოთხოვნით ამერიკის „ფასიანი ქაღალდების“ კომისიას მიმართეს.
როგორც sec.go წერს, მარკ ცუკერბერგი აქციების 60 პროცენტს აკონტროლებს, რაც მას ფაქტიობრივად, ერთპიროვნული გადაწყვეტილების საშუალებას აძლევს. აქციონერების აზრით სწორედ ამან მიიყვანა სოციალური ქსელი იმ სკანდალამდე, რომელიც Cambridge Analytica-ს დახურული ბაზის გამოქვეყნებას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ბაზის გახსნას მოყვა „fake news”-ების გავრცელება.
აქციონერები ახალი, დამოუკიდებელი კანდიდატის წარდგენას ყოველწლიურ შეკრებაზე გეგმავენ, რომელიც 30 მაისს გაიმართება.

კომენტარები

სხვა სიახლეები