deals.ge საოჯახო ტექნიკის ფართო ასორტიმენტს წარმოგიდგენთ

თანამედროვე ტექნოლოგიების როლი მთელ მსოფლიოში დღითიდღე იზრდება, ეტაპობრივად იზრდება თანამედროვე ტექნიკაზე მოთხოვნილებაც. შესაბამისად, იზრდება ტექნიკის მაღაზიებისა და ინტერნეტ მაღაზიების რიცხვი, რომლებიც მომხმარებელს თანამედროვე ტექნიკას სთავაზობენ.
ონლაინ მაღაზია deals.ge ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული საიტია, სადაც წარმოდგენილია თანამედროვე ტექნიკის ყველაზე ფართო არჩევანი: კომპიუტერული ტექნიკა (ნოუთბუქი, პლანშეტი, მონიტორი, ტაბლეტი, ვებ-კამერა და სხვა),  მობილური ტელეფონები, TV-ფოტო-ვიდეო-აუდიო აპარატურა (ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, ტელევიზორი, აუდიო სისტემა და სხვა) და სხვა.
იმ შემთხვევაში, თუ ნივთის შეძენა განვადებით გსურთ, საშუალება გეძლევათ ონლაინ საბანკო ან შიდა განვადებით ისარგებლოთ. ამ ეტაპზე საბანკო განვადების გაფორმება შესაძლებელია: ბანკ რესპუბლიკასთან, ლიბერთი ბანკთან და  ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისთან.
რაც შეეხება, შიდა განვადებით სარგებლობის პირობებს, შიდა განვადების ხანგრძლივობა 2 – 12 თვეა, 500 ლარამდე ღირებულების პროდუქტზე წინასწარი შესატანი საჭირო არ არის, ხოლო დამტკიცების საკომისიო და პროცენტი დამოკიდებულია პროდუქტის ღირებულებასა და მომხმარებლის მიერ არჩეული თვეების რაოდენობაზე.
კორპორატიული კლიენტებისთვის საიტზე მოქმედებს ფასდაკლების სპეციალური სისტემა და გადახდის მოსახერხებელი ფორმა: უნაღდო ანგარიშსწორება ინვოისის საფუძველზე, ნაღდი ანგარიშსწორება (კურიერთან ან ოფისში), შეძენა საიტით ბიზნეს ბარათის მეშვეობით. წინასწარ გაფორმებული ხელშკერულების საფუძველზე შესაძლებელია ზედნადების ატვირთვა ანგარიშფაქტურასთან ერთად.კომპანია 100-ზე მეტ ორგანიზაციას, მათ შორის სახელმწიფო, საბანკო და საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც ემსახურება.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ პროდუქციის შერჩევისას გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, საიტზე წარმოდგენილი რჩევები დაგეხმარებათ შეარჩიოთ სასურველი ტექნიკა.
deals.ge-ზე თქვენ გაეცნობით სხვადასხვა ტექნიკის ტიპებსა და ფუნქციებს, რათა უკეთესად შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი მოდელი წვენსაწურის, უთოს, აეროგრილის, სასწორის თუ სხვა მსგავსი ტექნიკის შეძენისას, დაზოგოთ ფული დაენერგია. ასევე, მიიღებთ რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ მოუაროთ უკვე შეძენილ პროდუქტს და შესაძლოა გემრიელ რეცეპტებსაც გადააწყდეთ.

(R)

 

კომენტარები

სხვა სიახლეები