Be.ge – საუკეთესო სერვისით გამორჩეული ინტერნეტ მაღაზია

Be.Ge (www.be.ge) საქართველოში ყველაზე დიდი ონლაინ ტექნიკის მაღაზიაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ 25 000-მდე სხვადასხვა დასახელების პროდუქტი – მსხვილი და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, კომპიუტერული ტექნიკა, სამზარეულოს ტექნიკა, სხვადასხვა ტიპის და დასახელების მობილურები, კონდიციონერები, დასვენებისა და სპორტული ინვენტარი და სხვა.
აღნიშნული ონლაინ მაღაზიის წარმომადგენლების განცხადებით, მსგავსი ონლაინ მაღაზიებისგან Be.Ge-ს პროდუქციის ფართო ასორტიმენტის გარადა, გამოარჩევს მაქსიმალურად გამარტივებული და მომხმარებლის კომფორტზე მორგებული მომსახურების სერვისი. მომსახურების სერვისი ითვალისწინებს:
მოქნილ და ინდივიდუალურ მიწოდების სერვისს – რაც გულისხმობს უფასო ადგილზე მიტანის სერვისს თბილისის მასშტაბით, ხოლო საქართველოს რეგიონებში პროდუქტს მოგიტანენ ხელმისაწვდომ ფასად;
გარანტიას – ონლაინ მაღაზიაში შეძენილ ყველა პროდუქტზე მწარმოებლის ოფიციალური გარანტია მოქმედებს. საგარანტიო მომსახურება ავტორიზირებული სერვის ცენტრებით, უზრუნველყოფილია მომხმარებლის მიერ წარდგენილი საგარანტიო ტალონის საფუძველზე, რომელიც არ უნდა იყოს დაზიანებული და აუცილებელად უნდა შეიცავდეს გაყიდვის თარიღსა და ონლაინ მაღაზიის ბეჭედს;
კორპორატიულ მომსახურებას – კორპორატიული მომხმარებლებისთვის 10 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტზე სპეციალური ფასდაკლება ვრცელდება. ამ ეტაპზე ინტერნეტ მაღაზია Be.ge 1000-ზე მეტ ორგანიზაციას ემსახურება;
მუდმივად განახლებად აქციებს – რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს მიიღოს სხვადასხვა დასახელების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია დიდი ფასდაკლებით, ან სულაც საჩუქრად. ფასდაკლებები საიტზე ყოველდღიურადაა წარმოდგენილი და აქციის ფარგლებში წარმოდგენილი პროდუქციაც მუდმივად განახლებას ექვემდებარება.
პროდუქციის შეძენისა და ანგარიშსწორების ინოვაციურ და მარტივ სისტემას – რომელიც გულისხმობს როგორც უნაღდო ანგარიშსწორებას (გადარიცხვას), ასევე გადახდას ნაღდი ანგარიშსწორებით, განვადებით ან ბარათის მეშვეობით.
ონლაინ განვადებას – ინტერნეტ მაღაზიაში განვადების გაფორმების მოსახერხებელი და კომფორტულ სერვისი მოქმედებს: სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ სასურველი პროდუქტის არა მხოლოდ შეკვეთა და შეძენა, არამედ ონლაინ განვადებით სარგებლობაც. ამჟამად, BE.GE საქართველოს ოთხ წამყვან ბანკთან თანამშრომლობს. ჩვენი პარტნიორები არიან: ბანკი “რესპუბლიკა”, საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკი და TBC ბანკი. გარდა ამისა, ონლაინ განვადებით სარგებლობა უკვე ორგანიზაცია CrediTech-შიც შეგიძლიათ.
ასე რომ, ნუ დახარჯავთ ზედმეტ დროს და ენერგიას, გახდით საქართველოში #1 ონლაინ მაღაზიის მომხმარებელი და შეიძინეთ სასურველი პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად, უმაღლესი ხარისხის მომსახურებით!
(R)

კომენტარები

სხვა სიახლეები