BBC History Magazine-მა მსოფლიო ისტორიაში ყველაზე გავლენიანი ქალები დაასახელა

BBC History Magazine-მა მსოფლიო ისტორიაში ყველაზე გავლენიანი ქალები დაასახელა. პირველ ადგილზე აღმოჩნდა მარია სკლოდსკაია-კიური – პირველი ადამიანი, რომელიც ორჯერ გახდა ნობელის პრემიის მფლობელი.

BBC History Magazine-მა გამოაქვეყნა ქალების რეიტინგი, რომლემაც მსოფლიო ისტორიაზე იქონიეს გავლენა. სიის სათავეში, მეცნიერ-ექპერიმენტატორი ფიზიკის დარგში, მარია სკლოდსკაია-კიური აღმოჩნდა. სია შედგენილ იქნა 10 სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მეცნეიერებზე დაყრდნობით.

“ის იყო პირველი ქალი, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო ფიზიკის დარგში, პირველი ქალი, რომელიც პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა და პირველი ადამიანი და არა მხოლოდ ქალი, რომელმა ნობელის პრემია 2-ჯერ მიიღო”,- ამბობს, ბრიტანული საზოგადოების ისტორიის მეცნიერების პრეზიდენტი, პატრიცია ფარა.

რეიტინგის მეორე ადგილზე ამერიკელი უფლებადამცველი როზა პარკსია, რომელიც ამერიკის კონგრესმა “მოქალაქეთა უფლებადამცველების თანამედროვე მოძრაობის დედად” აღიარა.

მესამე ადგილი სუფრაჟისტების მოძრაობის ლიდერს, ემელინ პანკხერსტს მიენიჭა.

მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა ბრიტანელი მათემატიკოსი და მწერალი ადა ლავლეისი, მეხუთეზე – ბრიტანელი ბიოფიზიკოსი და რენტგენოგრაფი როზალინ ფრანკლინი, მეექვსეზე – დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი – მარგარეტ ტეტჩერი.

კომენტარები

სხვა სიახლეები