მოსალოდნელია ძლიერი ქარი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ საქართველოში, ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს.
კვირის ჩათვლით დასავლეთ საქართველოში დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +15-20 გრადუსი იქნება.
მთიან რაიონებში დაახლოებით +12+17 გრადუსი, მაღალმთაში +10+15. ამავდროულად, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება და შენარჩუნდება კვირის ჩათვლით აღმოსავლეთის ძლიერი ქარი დრო გამოშვებით.
აღმოსავლეთ საქართველოში, ბარში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კვირის ჩათვლით ღამით +6, ხოლო დღისით +2+7 გრადუსი იქნება.