უცნაური ინსტალაცია თბილისში, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირებს ეძღვნება – „მიტოვებულ სახლებში ბალახი ამოდის“
სადგურის მოედანზე უცნაური ინსტალაცია დგას. რომელსაც შემდეგი წარწერა აქვს:
„ყინვის საწინააღმდეგოდ შეფუთული ციტრუსის ხეები დაუცველობის, უსახლობის, იძულებითი გადაადგილების, მიგრაციის ილუსტრაციაა, ერთგვარი მეხსიერება მიუწვდომელ სახლზე. ინსტალაციაში გამოყენებული ბალახი, იმ ადამიანების სივრცეს ითვისებს, რომელთა ხმა არ გვესმის. იძულებით მიტოვებულ სახლებში ბალახი ამოდის და ბუნება იკავებს ერთ დროს ყველაზე ახლობელ და შინაურ გარემოს.
ჩვენს რეალობაში იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემები გადაუჭრელად რჩება. ჩემთვის, როგორც იძულებით გადაადგილებული პირისთვის, ნაცნობია ის გასაჭირი, რაც უსახლოდ დარჩენილ ადამიანებს აერთიანებთ“