სტეფანემ ინტერაქციული ფილმისთვის სიმღერა “ძველი ტანგო” გააცოცხლა(ვიდეო)

საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს ნახოს პირველი ქართული ინტერაქციული კინოს, არენას ოფიციალური მუსიკალური რგოლი. მომღერალმა და კომპოზიტორმა სტეფანე მღებრიშვილმა adjarabet.com-ის ფილმისთვის სიმღერა “ძველი ტანგო” გააცოცხლა და მსმენელს სრულიად ახლებური ვერსია შესთავაზა.

“პირველად როცა ვნახე კლიპი ვიფიქრე, რომ ღმერთო ჩემო, ვერ დაიჯერებენ რომ ეს საქართველოში ხდება და ეს კადრები ჰოლივუდიდან არაა ამოჭრილი და აქაა გადაღებული”, — განაცხადა მღებრიშვილმა.

არენა adjarabet.com-ის პროექტია. ეს იქნება კინო თამაში, სადაც მთავარი გამოცდილებაა — იმ ემოციების, არჩევნის და გადაწყვეტილებების ერთობლიობა, რაც ადამიანს ქმედების დასრულების შემდეგ რჩება. არენას რეჟისორი დათო ბორჩხაძეა, გადაღებები ივლისის ბოლოს წყალტუბოში დაიწყო და მასში ქართველი თუ უცხოელი ვარსკვლავები მონაწილეობდნენ. სპეციალურად არენასთვის თბილისში ლეგენდარული ფეხბურთელი რივალდოც ჩამოვიდა. გადაღებებს Metro Production უძღვებოდა, პროექტზე კი სარეკლამო სააგენტო JWT Metro-მ იმუშავა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები