ლიბანში დემონსტრანტებმა შეშინებულ ბავშვს Baby Shark უმღერეს(ვიდეო)

ლიბანში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ბავშვს ცნობილი სიმღერა Baby Shark უმღერეს.  ბავშვი დედასთან ერთად მომიტინგეებით გარშემორტყმულ მანქანაში იმყოფებოდა რა დროსაც ხმაურმა და არეულობამ პატარა შეაშინა.

დედამ მომიტინგეებს უთხრა, რომ ბავშვს ეშინოდა მათი ყვირილის. ამის შემდეგ მომიტინგეებმა, ბავშვის გასართობად, მანქანას შემოუარეს და პატარებისთვის საყვარელი სიმღერა დაიწყეს.

 

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები