ინდოეთში გამოცდაზე გადაწერის აღკვეთის მიზნით სტუდენტებს თავებზე მუყაოს ყუთები ჩამოაცვეს

ინდოეთის შტატ კარტანაკას კოლეჯში პირველკურსელებს გამოცდის ჩაბარება თავზე მუყაოს ყუთებით მოუწიათ,- ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ფოტოები გამოცდიდან სოციალურ ქსელებში გავრცელდა, რის შემდეგაც კოლეჯი კრიტიკის სამიზნე გახდა. ქვეყნის განათლების სამმართველოში მომხდარს “არაადამიანური იდეა“ უწოდეს და სასწავლებლის ხელმძღვანელობა ოფიციალურად გააფრთხილეს.

კოლეჯის ადმინისტრაციამ მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა და ინციდენტს “ექსპერიმენტი“ უწოდა. დაწესებულებაში განმარტეს, რომ ყუთები გადაწერის აღკვეთის მიზნით გამოიყენეს და სტუდენტების დამცირებას არ აპირებდნენ. ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ ყუთების გამოყენება სტუდენტებთან წინასწარ განიხილეს და მათგან თანხმობა მიიღეს.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები