ლაბრადუდელის შემქმნელი მის შექმნას ნანობს – რას აცხადებს უოლი კონრონი

უოლი კონრონი ლაბრადუდელის შექმნას ნანობს, ამის შესახებ მან ABC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

“ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა მისი შექმნაა, მე პანდორას ყუთი გავხსენი, მე გავათავისუფლე ფრანკენშტეინი.
ადამიანები დღეს მხოლოდ ფულს აკეთებენ, არაკეთილსინდისიერი სელექციონერები პუდელს შეუსაბამო ძაღლებთან აჯვარებენ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვან – მათ პირველებმა შექმნეს ეს ჯიში”.- ამბობს კონრონი.
აღსანიშნავია, რომ კონრონმა ლაბრადორის და პუდელის ნაჯვარი 1990 წელს შექმნა და მას ლაბრადუდელი უწოდა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები