“პარლამენტში აქამდე კაცები ჩხუბობდნენ, ახლა ქალიც ჩაერთო ამ მარათონში” – თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ვერ ვუერთდები ვერც აღფრთოვანების შეძახილებს და ვერც გმობას. ძალიან მძიმე საყურებელ-შესაგუებელია ეს ვითარება. პარლამენტში აქამდე კაცები ჩხუბობდნენ, ახლა ქალიც ჩაერთო ამ მარათონში.
როცა გონება დუმს მუშტები გამოდის წინა პლანზე. ამ დროს ვიღაცას ნერვები უფრო ადრე უმტყუნებს ხოლმე, ვიღაცას უფრო გვიან სულ ეს არის.
რამდენჯერ გაგივლიათ გულში, ან ამოგხდენიათ აარტყი ეხლა ამასო, ყოველ ჯერზე რომ ხელფეხი ვიქნიოთ რა სარგებელი ამით?
ამასობაში, ის მოსამართლეების მოსმენა კი შედეგის თვალსაზრისით არც არაფერს მოგვცემს, მაგრამ ვიღას ახსოვს დღეს, არავის.
ზარდიაშვილი სულ ხელის ბიჭი იყო, სულ… ჯერ ადეიშვილის და მერე თქვენი ხვალ ვინც დაიმონებს იმის სამსახურში გადასკუპდება.
არავითარი ტრანსფორმაცია არ მომხდარა კარგი კაცი მეგონა და ეს რა გამოდგას გზაზე.
ოხანშვილიც ასეთად გაჩნდა საჯარო სივრცეში, არც მასთან დაკავშირებით გვაქვს რამე სიახლე. ხოდა რა საჭიროა ეს ცირკი? მათ გაკეთილშობილებას ემსახურება თუ ვინმესთვის ნიღაბია ჩამოსახსნელი?
მოკლედ გავედი
ამ ყველას ასე მოხვდებამ სულ გადამრია”, – თინა წერს ხიდაშელი.

კომენტარები

სხვა სიახლეები