“ეგრე უნდა აარტყა ყველა კაცს, რომელიც მორალზე დაგიწყებს ღლიცინს” – გრიგოლია ბესელიას სოლიდარობას უცხადებს
ინგა გრიგოლია საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ბესელიას სოლიდარობას უცხადებს.
“ყველაფერი აკადრეს ამ ადამიანს, რასაც ნორმალურ ქვეყანაში ვერავინ გაბედავდა, უქვეყნეს და უქვეყნეს პირადი ცხოვრების კადრები, გადაუარეს, ხოდა მაშინვე ვთქვი, რომ ეკას სოლიდარული ვიყავი ამ ამბავში, როცა მასთან პირადი კადრებით დაიწყეს ანგარიშსწორება. ეგრე უნდა აარტყა ყველა კაცს, რომელიც მორალზე დაგიწყებს ღლიცინს აი ეგრე”! – წერს ჟურნალისტი.