გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაჭახელას ეროვნულული პარკის რეინჯერებმა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონის სამმართველოს თანამშრომლებმა ველურ ბუნებაში შველი გაუშვეს.
მდინარეში ჩავარდნილი შველი ადგილობრივმა მცხოვრებმა იპოვა და დასახმარებლად რეინჯერებს მიმართა. შველის დათვალიერების შემდგომ მას არანაირი დაზიანება არ აღმოაჩნდა და შესაბამისად, მისი მაჭახელას ეროვნულ პარკში გაშვების გადაწვეტილება მიიღეს.
Prev Post
წყალტუბოში, სახელმწიფო რწმუნებულის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ერთ-ერთი ადგილობრივი შეუძლოდ გახდა
Next Post
სხვა სიახლეები