ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში მისი მეგობრის, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორისა და ეზოთერიკის ლევან თოთაძის გარდაცვალებას ვრცელ პოსტს უძღვნის.
“ყოველთვის მაკრიტიკებდა და მასწავლიდა.
სანახავად მივედი ორი კვირის წინ. უკვე მძიმედ ავად იყო.
გაუხარდა, ოვაციებით შემხვდა, ისე მესაუბრა თითქოს არაფერი არ ხდებოდა. არადა ყველაფერი იცოდა თავისი ავი სენის შესახებ.
ღიმილით, თითქოს სხვაზე ყვებოდა, ბევრი ოპერაცია გავიკეთე ვერ ვდგები სუსტად ვარ, არაუშავს მალე ავდგებიო.
მერე ბევრი საქებარი სიტყვები მითხრა, მეუხერხულა.
ახლა რა ხდება სულ მაკრიტიკებთმეთქი. სიცილით მითხრა, უფრო კარგი რომ იყოო.
მერე მეხუმრა, რაც გიცნობ ჩინელივით სულ შრომაში ხარო.
მისი შექება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ისეთ დარიგებას მაძლევდა, ვერსად რომ ვერ ამოიკითხავთ.
უნიკალური ადამიანი იყო, იშვიათად თუ შევხვედრივარ მსგავს ადამიანს.
გული მტკივა, რომ წარსულში ვსაუბრობ მასზე.
18 წელია ვიცნობ, ბევრჯერ იყო ჩემი რესპონდენტი, ტვ ,,მზეზე”, ტვ ,,პალიტრაზე”, ტვ ,,იმედში”, ამოუწურავი ინფორმაცია ჰქონდა.
ერთადერთი, რაც მამშვიდებს, ყველაფერი ნათქვამი მაქვს, რასაც მასზე ვფიქრობდი, იცოდა, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემდი და უზომოდ მიყვარდა, ის იყო ჩემი ცხოვრებისეული გონიერების საზომი ერთეული.
დიდი ადამიანი წავიდა და დასანანია, რომ მას ახლოს არ იცნობდნენ. ვინც იცნობდა, დამეთანხმება, რომ ასეთი ადამიანი იშვიათად იბადებიან. სამძიმარს ვუცხადებ ბატონი ლევან თოთაძის ოჯახს და მის მეგობრებს.
არასოდეს დამავიწყდებით ბატონო ლევან, დარწმუნებული ვარ, ის სულიერი კონტაქტი რაც დედამიწაზე გვქონდა ჩვეულებრივად,”- წერს ჯაჯანიძე.