ვინ არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც თურქეთში დაიხრჩო (ფოტო)

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც თურქეთში შტორმის დროს ზღვაში დაიხრჩო, ლაშა მალანიაა. მალანია წარმოშობით ჩხოროწყუელი იყო.
როგორც ჩხოროწყუს მერმა, დავით გოგუამ “კვირასთან” საუბრისას განაცხადა, გარდაცვლილი თურქეთში ჩაის პლანტაციებში სამუშაოდ სისტემატურად დადიოდა.
“სამწუხაროდ, გუშინ რიზეს პროვინციაში შტორმის დროს 25 წლის ლაშა მალანია დაიხრჩო. დღეს გამორიყა სხეული ზღვამ და მაშველებმა იპოვეს. ის სისტემატურად დადიოდა ჩაის საკრეფად. რიზეში გადაასვენეს, დღეს საღამოს კი საქართველოში ჩამოასვენებენ”, – აღნიშნა ჩხოროწყუს მერმა, დავით გოგუამ “კვირასთან” საუბრისას.
მისივე თქმით, გადმოსვენების ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო აანაზღაურებს.
25 წლის მამაკაცს მცირეწლოვანი და, დედა და ძმა დარჩა, რომლებიც ჩხოროწყუში, სოფელ კირცხში ცხოვრობენ. მალანია ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო.

კომენტარები

სხვა სიახლეები