როგორ შეიძლება, თვითმფრინავის კორპუსში ფრინველი გაიჭედოს – მფრინავებმა კატასტროფა აირიდეს (ფოტოკოლაჟი)

სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გვერდმა – aeronews-მა ფოტოები გაავრცელა, სადაც bird strike, ანუ თვითმფირნავის კორპუსში გაჭედილი ფრინველი ჩანს. როგორც პოსტის ავტორი წერს, ფოტოები ანონიმურად გამოუგზავნეს და უცნობია, თუ რომელი ავიაკომპანიის თვითმფრინავს შეემთხვა აღნიშნული. ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და სოცქსელის მომხმარებლები წერენ, რომ მფრინავების დიდი ძალისხმევა იქნებოდა საჭირო, ასეთი დაზიანების დროს თვითმფრინავი კატასტროფას  რომ გადაურჩა.

ცნობისთვის, ფრინველებისა და თვითმფრინავების შეჯახება არცთუ ისე იშვიათად ხდება. კვლევების თანახმად, ფრინველის თვითმფრინავთან დაჯახების მხოლოდ 5% სრულდება ავიალაინერის დაზიანებით. მაგრამ, უსაფრთხოების მიზნით, ფრინველთან დაჯახების შემდეგ თითქმის ყველა მათგანი ბრუნდება აეროპორტში ან ახორციელებს საგანგებო დაშვებას, რაც მთელ რიგ უხერხულობას უკავშირდება, ვინაიდან მგზავრებს თვითმფრინავის გამოცვლა უწევთ.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები