SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი ამბობს, რომ მისი ნეიროტექნოლოგიური სტარტაპი – NEURALINK-ი მომავალ წელს ადამიანის თავის ტვინის იმპლანტი მოწყობილობების გამოშვებას დაიწყებს.
Neuralink-ის სისტემა პატარა ჩიპში იქნება, რომელიც ტვინში გადაინერგება და ადამიანებს ხელოვნურ ინტელექტთან სიმბიოზის საშუალებას მისცემს.
4X4 მმ ზომის ჩიპები ნეირონების სიმულირებას მოახდენენ; ნეირონები ადამიანის თავის ტვინის ნერვული უჯრედებია, რომლებიც სხვა უჯრედებს ეკონტაქტებიან და ამისათვის ელექტროდების ციცქნა, მოქნილ ძაფებს იყენებენ. ელექტროდის თითოეული ძაფი სპეციალური რობოტის გამოყენებით ჩამონტაჟდება. მასკის თქმით, ეს პროცედურა ისეთივე უსაფრთხო იქნება, როგორც – თვალის ლაზერული ოპერაცია.
მასკის თქმით, Neuralink-ის სისტემა პატარა ჩიპში იქნება, რომელიც ტვინში გადაინერგება და ადამიანებს ხელოვნურ ინტელექტთან სიმბიოზის საშუალებას მისცემს.
სისტემის გამოყენება შესაძლებელი იქნება ტვინის სხვადასხვა აშლილობის, მაგალითად, ალცჰაიმერისა და პარკინსონის სამკურნალოდ, საბოლოოდ კი დაიცავს და გაზრდის ტვინის ფუნქციას. მისი თქმით, Neuralink-ის ჩიპები 1000-ჯერ უფრო ეფექტიანი იქნება, ვიდრე – ელექტროდებით სიმულირების სხვა სისტემები.
Neuralink-ის პრეზიდენტი, მაქს ჰოდაკი აღნიშნავს, რომ სისტემა უკაბელო იქნება და წლობითა და ათწლეულობით გაძლებს.
ილონ მასკმა ჯერ კიდევ 2016 წელ დაარსებულ საიდუმლო კომპანიაში 100 მილიონი აშშ დოლარი ჩადო, შემდეგ კი მსოფლიოს წამყვან ნეირომეცნიერებს მოუყარა თავი საკუთარ ლაბორატორიაში, კალიფორნიის უნივერსიტეტში.