მილენიალების თაობის წარმომადგენლებს ”კვირა პლუსი” 2000-იანი წლების მოგონებებს გახსენებთ, რომლებიც ზოგისთვის შესაძლოა სევდისმომგვრელი იყოს, ზოგისთვის კი ბედნიერი, ტკბილი ბავშვობის წლებთან ასოცირდებოდეს. ერთად გავიხსენოთ სულ რაღაც 10-15 წლის წინანდელი ნივთები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საკვები და სხვა.
1. მეტროს “ჟეტონები” – გახსოვთ წითელი ფერის ჟეტონები, რომელთა ყიდვაც სულ რაღაც 20 თეთრად იყო შესაძლებელი?
2.გაზის გამათბობელი “ნიკალა”- ყველა ოჯახის სითბოს სიმბოლო.
3.უბნებში ნაყინის ჩამომტარებელი-თავისი ბურბუშელა ვარდისფერი ნაყინებითა და “სტაკანჩიკი მაროჟნებით”
4. ნამცხვარი “ენა”- დიდებისა და პატარების გემრიელი ნუგბარი სულ რაღაც 20 თეთრად.
5.”მარშუტკა” 20 თეთრად- ყინვაგამძლეც და სიცხის ამტანიც.
6.ტელევიზორის ანტენები- ლათინური და ესპანური სერიალების მოყვარულთათვის ყველაზე საჭირო ნივთი.
7.ტუჩსაცხი სხვადასხვა ხილის არომატით- ყველა გოგოს ბავშვობის საყვარელი და განუყრელი ნივთი.
8.”პუდრიანი ბულკები“- სკოლიდან გამოსვლის აღსანიშნავი საუკეთესო დესერტი.
9.”ნაკლეიკები“- ბავშვობის საყვარელი გმირების მისაკრობი სტიკერები, რომლებიც “მეგობრების დღიურის” მთავარი გასაფორმებელი აქსესუარები გახლდათ.
10. წვენი “ზუკო“- ღმერთმა უწყის რა ქიმია დაულევიათ “მილენიალებს”.
.
11. გაზეთი თინეიჯერებისთვის- “ოსკარი”- “US5”-ის და სხვა საყვარელი მომღერლების “პლაკატებით”
12.თქვენ რომელი მობილური ტელეფონი გქონდათ?
13. ორცხობილა “პიკნიკი”- რამდენი თქვენგანი უკიდებდა ცეცხლს?