გაოცებული იქნებით, თუ გეტყვით რომ პაემანზე წასვლის მიზეზი ხშირად არა რომანტიკული გრძნობები, არამედ უფასოდ ჭამის სურვილია?
ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთი ქალი პაემანზე მხოლოდ იმიტომ დადის, რომ უფასო კერძები მიირთვას.
წყნარი ოკეანის უნივერსიტეტის Azusa-ს მკვლევარებმა კონცეფციის „გურმანების გამოწვევის“ გაგება გადაწყვიტეს, როცა ადამიანი შეხვედრაზე განზრახულად იმისთვის მიდის, რომ უფასო კერძებით სიამოვნება მიიღოს და შეხვედრის ობიექტი არ აინტერესებს. სინამდვილეში, ასე ხშირად ხდება, როცა ადამიანს საშუალება არ ჰყოფნის ან უბრალოდ ახალი რესტორნის გამოცდა სურს.
კვლევა ორი სხვადასხვა ჯგუფის ქალისთვის ჩაატარეს.
კვლევაში 820 ქალი მონაწილეობდა. მონაწილეთა დაახლოებით 23%-მა აღიარა, რომ პაემანზე უბრალოდ საჭმელად დადიოდა. დანარჩენები თვლიდნენ, რომ ეს საერთოდ ან ზომიერად მიუღებელი იყო.
მეორე კვლევაში მკვლევარებმა იგივე კითხვა 357 ქალს დაუსვეს და 33 %-მა განაცხადა, რომ პაემანზე უარს არ იტყვიან, თუ უფასო კერძები იქნება.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ქალებისთვის, რომლებიც მამაკაცებს ამ გზით იყენებენ, „ფსიქოპათია, მაკიაველიზმი და ნარცისიზმი“ ახასიათებთ. მარტივად რომ ვთქვათ, რომანტიკულ ურთიერთობაში მატყუარა და ექსპლოატაციურ ქცევაზე დიდი ალბათობით ავლენენ, რომელიც ერთჯერად კავშირს, ორგაზმის სიმულაციას ან სექსუალური სურათის გაგზავნას მოიცავს.
მკვლევარები განმარტავენ, რომ მსგავსი ქცევისკენ ლტოლვა სქესზე დამოკიდებული არაა. ფაქტიურად, ამ კვლევის ყველა მონაწილე ქალი იყო და ჩნდება კითხვა, თუ მამაკაცების გამოკითხვის შემთხვევვაში როგორ შედეგებს მიიღებდნენ.
წყარო:http://intermedia.ge