აუტისტური სპექტრის მქონე კურსდამთავრებულს ტაში უხმოდ დაუკრეს (ვიდეო)

ნიუ იორკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში კურსადმთავრებულების ღონისძიებაზე უჩვეულო შემთხვევა მოხდა. აუტისტური სპექტრის მქონე ჯეკ ჰიგენსს ტაში უხმოდ დაუკრეს.
საქმე ისაა, რომ ჯეკი ძალიან მგრძნობიარეა ხმაურის მიმართ, სწორედ ამიტომ, როდესაც ის უნივერსიტეტის დამამთავრებელ ცერემონიალზე გამოჩნდა, ყურებზე ხელს იფარებდა. შეკრებილმა აუდიტორიამ ჯეკს ტაში უხმოდ დაუკრა. უჩვეულო სიტუაციის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა და საზოგადოების დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

კომენტარები

სხვა სიახლეები