ინტერნეტმომხმარებელი ქეთი კალაძე (Majlajuna Lu) “ფეისბუქის” პირად გვერდზე ავრცელებს ფოტოს, სადაც ის და მამა თომა არიან (ყალამბეგაშვილი) აღბეჭდილნი.
ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თავად ქეთი ფოტოს აღწერაში ჰყვება, თუ როგორი სასიამოვნო მოსაუბრეა მამა თომა და რა რეაქცია მოჰყვა მათ ერთად დანახვას აქციის მონაწილეებისგან.
“მართალი და სუფთა ადამიანი … უამრავ რამეზე ვილაპარაკეთ, ვიცინეთ, ვიხარხარეთ, მისმინა, ვუსმინე …
ცოტა დაბნეულები კი გვიყურებდნენ გამვლელ-გამომვლელები, ასეთ ფრაზასაც მოვკარით ყური : “იიი, ნახე, ელჭიპიტის დამცველი მღვდელიო “, ამაზეც ბევრი მაცინა…
ჰოდა მხოლოდ ასეთ ადამიანს შეუძლია მაჯლაჯუნას გვერდზე შემოსკუპება და იმის მოხერხება, რომ მე ოქროყანაში ავალ ხოლმე ეკლესიაში , თუნდაც მარტო ამ კაცის ბევრჯერ სანახავად …
სიყვარულით სავსე …
p.s იასამნის ლიქიორი მოვიგონეო და რომ ამოხვალთ გამისინჯეთო”, – წერს ქეთი კალაძე.