თინა კანდელაკი: „რუსთავი 2-ის“ წამყვანმა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს შეურაცხყოფა მიაყენა

რუსეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, თინა კანდელაკი P.S-ის გუშინდელ გადაცემაში გიორგი გაბუნიას მონოლოგს გამოეხმაურა, სადაც იგი რუსეთის პრეზიდენტს აგინებდა.
„გადაცემის დასაწყისში წამყვანი ბინძურად და ქუჩურ დონეზე აყენებდა შეურაცხყოფას ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს ისე, როგორც ამას აკეთებენ რადიკალები, რომლებიც საქართველოში ყველაზე სასტიკი დანაშაულების უკან დგანან“, – დაწერა კანდელაკმა თავის „ტელეგრამ არხზე“.
კანდელაკის თქმით, „რუსთავი2-მა“ ბოდიში უნდა მოიხადოს. „ეს იქნება სახის შენარჩუნების ერთადერთი გზა იმ ქვეყანაში, სადაც მსგავსი ეთერი შესაძლებელია“, – წერს კანდელაკი.
კანდელაკი მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ბენეფიციარია“, ხოლო თვითონ სააკაშვილი – „არამზადა“ და „კრიმინალი“.

კომენტარები

სხვა სიახლეები