საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ პარლამენტის შენობასთან ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სიმღერა და ვიდეო მიუძღვნა.
ცნობისთვის, თბილისში პარლამენტის შენობის მიმდებარედ 20 ივნისიდან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეეებს სამი მოთხოვნა ჰქონდათ, 20 ივნისის ღამეს დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლება, 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება და შსს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა. პირველი ორი მოთხოვნა მთავრობამ შეასრულა. ახლა უკვე აქციის მონაწილეებს მესამე მოთხოვნა დარჩათ – გადადგეს შსს მინისტრი.