მოდელი თაკო ნაცვლიშვილი ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოში ფრენების აკრძალვას ეხმაურება:
“როცა 1კარი იხურება, სხვა 100 იღება” მეგობრებო ჩვენ თქვენი მხარდაჭერა ისე გვჭირდება, როგორც არასდროს. პუტინის თავს დაესხა საქართველოს ეკონომიკას და აკრძალა ფრენები რუსეთიდან საქართველოში.
სამწუხაროდ, ეს იმოქმედებს ბევრი ადამიანის სოციალურ მდგომარეობაზე, რომელთა შემოსავალიც სწრაფად შემცირდება, ჩვენი ეკონომიკა დაზარალდება, მაგრამ დიდი ხნით არა. საბედნიეროდ, საქართველოს ბოლოს და ბოლოს აქვს შანსი, ბაზრის დივერსიფიკაცია მოახდინოს და ტურიზმის სტრატეგია წინ წაწიოს დამოუკიდებელი და მდგრადი მომავლისთვის. სანამ ეს მოხდება, ჩვენი მოქალაქეები უნდა გადარჩნენ, ამიტომ ქართველებმა დაიწყეს კამპანია #იმოგზაურესაქართველოში
გთხოვთ დაწერეთ, დაპოსტეთ, გააზიარეთ და უამბეთ ყველას, რომ ისინი უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში, რომელიც აბრეშუმის, ღვინის, სიმღერის, მდიდარი კულტურის, ისტორიის მიწაა და სულისშემკვრელი ბუნება აქვს”- წერს მოდელი.