“მისი გული ახლა საქართველოშია, ანუ ჩვენც საქართველოში ვართ” – რას ამბობს ფესტივალის რუსი წამყვანი ნინო ქათამაძეზე (ვიდეო)

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნინო ქათამაძე რუსეთში, ერთ-ერთ ფესტივალზე მღერის, რასაც საზოგადოების ნაწილი, საქართველოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, უარყოფითად შეხვდა.
თუმცა ვიდეოს ავტორი, ბლოგერი და ფესტივალის წამყვანი ალექს დუბასი ქართველებს მიმართავს:
“ძვირფასო ქართველებო, მე მხვდა წილად ბედნიერება, წამეყვანა ფესტივალი. ახლახან დასრულდა ნინო ქათამაძის გამოსვლა, რომელმაც განაცხადა, რომ მის გული ახლა საქართველოშია. მე კი ვუპასუხე, რომ მსმენელის გულები მასთანაა, ანუ გამოდის, რომ ჩვენც საქართველოში ვართ. ამ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ, როგორ მღეროდა მსმენელი ნინოსთან ერთად და როგორ უძღვნიდა აპლოდისმენტებს, რადგან ჩვენ ვიცით, რომ თქვენი დიდი უმრავლესობა რუსოფობი არ არის.
ოდესღაც, ნინო ქათამაძემ ამიხსნა, რომ ხელის მტევნის ნაწილს ქართულად “ხელის გული” ჰქვია და რაკი ეს ასეა, მას შემდეგ, როცა ადამიანს ხელს ვართმევ ან აპლოდისმეტს ვუძღვნი, ყოველთვის მახსენდება, რომ ამას გულით ვაკეთებ.
“რასაც ცხოვრება გვართმევს, მუსიკა გვიბრუნებს”, – თქვა ჯონ ლენონმა. მან კი მსოფლიოში მშვიდობის ფასი კარგად იცოდა.
მომავალ შეხვედრამდე, ქართველებო! – წერს ალექს დუბასი.

კომენტარები

სხვა სიახლეები