“მინდა, დასრულდეს ეს ოდესმე” – მაკა რაზმაძე სისხლიანი ღამის შესახებ

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და გასული ღამის შესახებ წერს, სადაც მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დაარბიეს.
“ერთი და იგივე ადამიანები, ასე ვთქვათ – პოლიტიკოსები წლების განმავლობაში ხან გადააყენებენ ერთმანეთს, ხან მოუგებენ, ხან წააგებენ…სულ ერთი და იგივე სახეები. იცვლება მხოლოდ პარტიების დასახელებები და მათი მხარეები…და ამის ფონზე უცვლელია მხოლოდ ხალხი, საზოგადოება, მოქალაქეები…მუდამ წაგებული, მუდამ დაზარალებული, მუდამ იმედგაცრუებული და მაინც ისევ ახალი ძალის მოლოდინში მყოფი …გადის ცოტა დრო და ის “ახალი ძალაც” გამოჩნდება ხოლმე…თუმცა იმ “ახალს” რატომღაც ძალიან ნაცნობი და “ძველი” იერი და სახეები აქვს…და მერე ისევ ყველაფერი თავიდან ….მინდა, დასრულდეს ეს ოდესმე და ოდესმე მაინც გაიმარჯვოს ხალხმა”…, – წერს ჟურნალისტი.

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები