“რუსული პროდუქცია ჩვენს ქსელში აღარ გაიყიდება” – “ზოომარტი” განცხადებას ავრცელებს

საქართველოში წამყვანი ზოომაღაზიების ქსელი – “ზოომარტი” ოფიციალურ “ფეისბუქგვერდზე” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“ძვირფასო მომხმარებლებო,
გატყობინებთ, რომ მივიღეთ ძალიან დაგვიანებული, მაგრამ, ჩვენი აზრით, სწორი გადაწყვეტილება. დღეს, 21 ივნისს თაროებიდან მოიხსნება და “ზოომარტის” ქსელში აღარ გაიყიდება რუსული პროდუქცია, ჯამურად, 50-მდე დასახელების პროდუქტი, მათ შორის – შვეიცარული Mars-ის რუსეთში წარმოებული ბრენდები: Pedigree, Chappi, Whiskas და Kitekat.
არსებული მარაგი, ძაღლისა და კატის, ჯამურად, 7,000 ლარამდე ღირებულების საკვები, ასევე, ჰიგიენის საშუალებები, 1-ელ ივლისამდე საჩუქრად გადაეცემა თემურ წიქორიძის თავშესაფარს”, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები