თმის ზრდის დაჩქარებისა და გაჯანსაღების 8 მეთოდი

1. შეიჭერით ხშირად
რაც უფრო ხშირად მოიჭრით თმის ბოლოებს, მით სწრაფად გაგეზრდებათ თმა. ჩვენ ყოველდღიურად ვსარგებლობთ ფენით და თმის დაყენების სხვადასხვა ელექტროსაშუალებით, რაც, რა თქმა უნდა, აზიანებს თმას, ყოფს თმის ბოლოებს. ეს კი ხელს უშლის თმის ზრდას.
2. თავის მასაჟი თბილი ზეთით

თმის სწრაფად გაზრდის, გასქელებისა და გაჯანსაღების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი – თავის თბილი ზეთით მასაჟია. გაათბეთ ზეთი და კარგად შეიზილეთ ის თავის კანში. გაიჩერეთ 15-25 წუთი, შემდეგ დაიბანეთ თავი. საუკეთესოა, თუ იქნება აბუსალათინის ან ძირკავას ზეთი. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 2-ჯერ.

3. კვერცხის ცილის ნიღაბი

ვიტამინები, რომლებსაც კვერცხის ცილა შეიცავს, სამკურნალოა. მხოლოდ და მხოლოდ საჭიროა, გატეხოთ რამდენიმე კვერცხი, გააცალკევოთ გული და ცილა და ცილა წაისვათ თმაზე. გაიჩერეთ ნიღაბი 10-დან 30 წუთამდე. შედეგი არ დააყოვნებს. ამ ნიღბის პირველივე დადების შემდეგ თმა ბევრად გაჯანსაღებულია.

4. სვით წყალი

თუ დღეში მინიმუმ 8 ჭიქა წყალს დალევთ, არა მხოლოდ უკეთ იგრძნობთ თავს, არამედ თმასაც გაიჯანსაღებთ. ჯანმრთელი თმა კი სწრაფად იზრდება.

5. დაივარცხნეთ თმა ხშირად

თმა დღეში 4-ჯერ მაინც უნდა დაივარცხნოთ. ეს პროცესი თმის ბოლქვებს ასტიმულირებს, ეს კი თმის ზრდასაც უწყობს ხელს.

6. ფრთხილად გამოიყენეთ ფენი და თმის დასაყენებელი სხვა საშუალებები

თმის გაშრობა და გასწორება უარყოფითად მოქმედებს ჩვენს თმაზე. უნდა შეეცადოთ, შეამციროთ ფენის გამოყენება 4-ჯერ მაინც და მალე დარწმუნდებით, რომ ეს შედეგს ნამდვილად გამოიღებს.

7. პროტეინები

ის, რასაც ჩვენ მივირთმევთ, თმაზეც აისახება. ცილების დიდი რაოდენობით მიღება ხელს უწყობს ფოლიკულის მუშაობას. თევზი, რძე, კვერცხი, ბანანი – ყველა ეს ცილოვანი პროდუქტი საოცრად სასარგებლოა ჩვენი თმისთვის.

8. კარტოფილის ნიღაბი

თმის ზრდა პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენ მიერ მიღებულ ვიტამინებზე. ამ შემთხვევაში ყველაზე მოთხოვნადი ვიტამინია B. თმის ზრდის დასაჩქარებლად შეგიძლიათ გაიკეთოთ კარტოფილის ნიღაბი. წვრილად გახეხილი კარტოფილი დაიდეთ თმაზე, გაიჩერეთ 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ.

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები