თანამედროვე ცხოვრების რიტმი ისეა მოწყობილი, რომ ყოველდღიურად ჩვენს პირად სივრცეში ახალი ადამიანები იჭრებიან. ზოგიერთი მათგანი მალევე გვტოვებს, ზოგსაც ჩვენ თავად ვტოვებთ, ხოლო ზოგიერთი კი გარკვეული პერიოდით მაინც რჩება. ზოგიერთებთან გულწრფელ მეგობრობას ვამყარებთ, ზოგიც, უბრალოდ, გვიყვარდება.. რა თქმა უნდა, ამაში ცუდი არაფერია. თუ თქვენს ახალ (ძველ) მეგობარს ან საყვარელ ადამიანს ან უბრალოდ “კარგ” ნაცნობს აქვს ამ ხუთიდან თუნდაც ერთი თვისება, მაშინ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ის თქვენ აუცილებლად გიღალატებთ.
ეგოისტია
ეგოისტს არ ღირს, ბოლომდე ენდოთ. ის არასდროს აღიარებს თავის შეცდომებს და ყოველთვის, ყველა შემთხვევაში, სწორედ თქვენ დაგადანაშაულებთ. ნებისმიერ ხელსაყრელ სიტუაციაში გაგახსენებთ თქვენს სიტყვებს, საიდუმლოებებს, რომლებიც კი მისთვის გითქვამთ, ამასთან ერთად იცოდეთ, რომ ეგოისტი ყოველთვის საკუთარ თავსა და კომფორტს აირჩევს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის თქვენი გულისთვის მსხვერპლად არაფერს არასდროს შესწირავს.
ემპათიის უნარი არ გააჩნია
ვინც ღალატობს, როგორც წესი, თანაგრძნობის განცდას ის სრულებით მოკლებულია, უბრალოდ, ვერ გრძნობს სინანულს ჩადენილი სიმდაბლის გამო. თუკი ხვდებით, რომ ამ ადამიანს ემპათიის მარცვალიც კი არ აქვს, უმჯობესი იქნება, თუ მასთან ყოველგავრ კონტაქტს დროულად შეწყვეტთ.
საიდუმლოს შენახვა არ შეუძლია
ადამიანი, რომელიც სხვის საიდუმლოებებს დაუფიქრებლად განდობთ, თქვენს ნდობას, ცალსახად, არ იმსახურებს. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მის თითოეულ მეგობარს თქვენს შესახებ ყველანაირი ინფორმაცია ზედმიწევნით ეცოდინება.
ფლუგერს ჰგავს, რომელიც ქარის მიმართულებით ბრუნავს
თუკი ადამიანი აზრს, სიტუაციის მომგებიანობის მიხედვით, საკუთარი გამორჩენის მიზნით იცვლის, მაშინ ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ის პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში თქვენ დაუფიქრებლად გიღალატებთ.
თქვენს დასახმარებლად მზად არასდროს არის
ის ითხოვს დახმარებას და იღებს კიდეც მას, უფრო მეტიც, მას მადლობის გადახდაც კი შეუძლია, თუმცა საკმარისია, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, რომ ის, უბრალოდ, თქვენ გვერდით არ იქნება. ასე რომ, თუკი თქვენ ის “გასაჭირში” გამუდმებით მარტო გტოვებთ, იცოდეთ, რომ ეს ადამიანი თქვენ დასახმარებლად არასდროს მოვა.
წყარო:http://intermedia.ge