5 დაავადება, რომლის დროსაც ყავის მიღება აუცილებელია

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერების მასშტაბურმა გამოკვლევებმა, რომლებშიც ჩართული იყო ასოცდაათი ათასი ყავის მოყვარული, დაადგინა, რომ ამ არომატული სასმელის ზომიერი გამოყენება იცავს ორგანიზმს მთელი რიგი საშიში დაავადებებისგან.

1. მეორე ტიპის დიაბეტი – ყავის მოხმარება ზრდის იმ ცილის გამომუშავებას, რომელიც აკავშირებს სტეროიდულ ჰორმონებს, ტესტოსტერონსა და ესტრადიოლს, ეს ჰორმონები კი განსაზღვრულ როლს თამაშობს შაქრიანი დიაბეტის განვითარებაში.

იმისათვის, რომ შევამციროთ დიაბეტით დაავადების საფრთხე 50%-ით, მამაკაცებმა უნდა დალიონ დღეში, დაახლოებით, ექვსი ჭიქა ყავა. ქალები ექვსი ჭიქა ყავისგან იღებენ უფრო მცირე ეფექტს – დიაბეტით დაავადების საფრთხე მცირდება მხოლოდ მესამედით.

2. ღვიძლის დაავადებები – დღეში ორი ჭიქა ყავის მოხმარება ამცირებს ღვიძლის კიბოს რისკს 40%-ით. ორი ჭიქა შავი ყავა დღეში ხელს უწყობს ღვიძლის ციროზისგან სიკვდილიანობის რისკის დაქვეითებას 70-მდე. მიაქციეთ ყურადღება, რომ საუბარია იმ ციროზზე, რომლის მიზეზსაც არ წარმოადგენს ვირუსული ჰეპატიტი.

3. პარკინსონის დაავადება – მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კოფეინის გონივრულ დოზებში მოხმარების ზრდა  პირდაპირ არის დაკავშირებული პარკინსონის დაავადების სიხშირის მნიშვნელოვან შემცირებასთან იმდენად, რამდენადაც კოფეინი ბლოკირებას უკეთებს უჯრედში განსაზღვრულ სიგნალებს, ამ სიგნალების მიხედვით კი გადაეცემა დაავადების გამომწვევი ინფორმაცია.

4. გულის უკმარისობა – ზომიერი რაოდენობის ყავა გვიცავს, ასევე, გულის უკმარისობისგან. გარდა ამისა, მეცნიერები ზომიერ რაოდენობაში გულისხმობენ დღეში სამ-ოთხ ჭიქას. იმ ადამიანებს, რომლებიც ექსპერიმენტის განმავლობაში სვამდნენ ყოველდღიურად ოთხ ჭიქას, გულის უკმარისობის რისკი 11%-ით უქვეითდებოდათ, მათთან შედარებით, ვინც საერთოდ არ მოიხმარდა ყავას.

5. მსხვილი ნაწლავის კიბო – ერთი-ორი ჭიქა ყავა დღეში აქვეითებს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს 26%-ით. სამ ჭიქაზე მეტი – 50%-მდე.

წყარო: genius.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები