ზუგდიდის N5 საარჩევნო უბანზე ნასვამი მამაკაცი შევარდა. მას უბანი არეულობის შექმნის გამო დაატოვებინეს. კომისიის თავმჯდომარის, ანი თოდუას განცხადებით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და გამოირჩეოდა აგრესიული ქმედებით.
“ნაკადის მომწესრიგებელმა სთხოვა, შეემოწმებინა ჰქონდა თუ არა მას მარკირება, რაზეც გახდა აგრესული, გაიხადა მაისური, წავიდა რეგისტრატორისკენ, შემდეგ მივარდა ბიულეტინების ყუთს და ჩვენ დავიცავით ყუთი. მშვიდად დავატოვებინეთ შენობა. ნასვამ მდგომარეობაში იყო”,- განაცხადა ანი თოდუამ.