მასწავლებლებს საკლასო ოთახში იარაღის ტარების უფლება ექნებათ – ამერიკული გამოცდილება

ფლორიდაში მასწავლებლებს კლასში იარაღის ტარების უფლება ექნებათ. კანონი ფლორიდის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა. ინფორმაციას Miamirehald-ი ავრცელებს.
კანონის მიხედვით, ამიერიდან ნებისმიერ მასწავლებელებს ექნება უფლება, სკოლაში შეიარაღებულმა იაროს, ამისთვის კი მას 144-საათიანი მოსამზადებელი კურსის გავლა მოუწევს.
ფლორიდაში მასწავლებლებისთვის იარაღი ტარების უფლების მინიჭება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 2018 წლის თებერვალში ყოფილი მოსწავლე პარკლენდის სკოლაში შეიჭრა. თავდასხმის შედეგად მაშინ 17 ადამიანი დაიღუპა.
იარაღის ტარების უფლების მიცემის ინიციატივით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოვიდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები