კვიციანი გახარიას – “ქრისტე აღდგაზე მაინც გეპასუხათ, ჭეშმარიტად აღდგაო!” (ვიდეო)

პარლამენტში, სადაც შს მინისტრი, გიორგი გახარია “მინისტრის საათის” ფორმატში პარლამენტართა კითხვებს პასუხობს, მმართველი გუნდის წევრმა, ემზარ კვიციანმა მას უსაყვედურა.
როგორც კვიციანმა გახარიას მიმართა, მინისტრმა მის დასმულ არცერთ შეკითხვაზე გასცა პასუხი.
“ბატონო გიორგი, ძალიან გული დამწყვიტეთ, არცერთ ჩემს შეკითხვას პასუხი არ გაეცით და ქრისტე აღდგაზე მაინც გეპასუხათ, ჭეშმარიტად აღდგაო. ასე ხომ არ შეიძლება, არა“, – ასე უპასუხა კვიციანმა მინისტრს.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები