,,უცნობის რიმეიქია” – რა გამოხმაურება მოჰყვა ბეშუმელი ბუს გამოჩენას (ვიდეო)

პრაიმშოუს დღვანდელ ეთერში ერთერთი სტუმარი ბეშუმელი ბუ წარდგა. ადამიანი, რომელიც ინკოგნიტოა თავის თავს ბუს უწოდებს.
,,ერთი მოგზაური, მოხეტიალე ადამიანი ვარ. შარშან ასეთი ამბავი მოხდა: ტიბეტში მოგზაურობის დროს ოცნება მქონდა, შანგრილაში ჩავსულიყავი და იქ ლამებთან ერთად მეცხოვრა. დანაღმულ ტერიტორიაზე აღმოვჩნდი და ნაღმი ამიფეთქდა. რვა დღე ვიყავი კომაში, მეცხრე დღეს კი ჩემს პალატაში შემოფრინდა ბუ, როგორც ექიმებმა მითხრეს, 15 წუთის განმავლობაში მიყურებდა ეს ბუ და შემდეგ მალევე გამოვედი კომიდან. ამის შემდეგ საკუთარ თავს ბუ ვუწოდე,” – ამბობს ბეშუმელი ბუ.
საზოგადოება მის გამოჩენას ხალისიანად შეხვდა.
ზოგმა მას ,,უცნობის რიმეიქიც” კი უწოდა.

“როგორ შეძელით… დამსწრე საზოგადოებავ მანდ “ჯდომა” წამის მეასედში გავთიშე”

“ყვავები არ კმაროდა ბუ რო დაამატეთ”

“Bus kuzanova ufro gavs”

“ეს ახალი ტელეზვეზდაა?”

“ეს ტელევიზიები დასახურია აშკარად, რა დებილობებს აჩვენებენ. ფუუ თქვენი მჭერმეტყველი”

“ზაფხულში რა ეშველება,ჩაიხარშება ამ ბეწვში”

“ელიფივით არჰქონა ამ სიმღერას დასასრული რაუბედურებააა”

“შენ გადმოგიცივდა ეგ გული”

“გადი კაცო რას მაშინებ ამ შუა ღამეს”

“ამას ისევ ხატია წერეთელი სჯობს”

 

“თავი ბიოლოგიის გაკვეთილზე მეგონა უცებ”

“შუბა სალომეს ეთხოვა??”

“უცნობის რიმეიქია”

“სულ გამოსირდა კამანდა”

კომენტარები

სხვა სიახლეები