გასულ ღამეს, კიდევ ერთხელ გავრცელდა დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. ახალგაზრდა, ვინც ვიდეო გაავრცელა, მირიან მ.ა.-ა.
სამართალდამცავებმა მოზარდი ბათუმში დააკავეს. დაკავებულის ოჯახის წევრებისთვის უცნობია, თუ რა მოტივით გაავრცელა ახალგაზრდამ დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და როგორ მოხვდა მასთან აღნიშნული ვიდეომასალა. „ჩხრეკა მიმდინარეობდა ჩემს სახლში, მაგრამ ბავშვი იყო ბათუმის ახლომდებარე სოფელში და იქედან აიყვანეს. ჩვენთან მოვიდნენ, მაგრამ იქ გადავამისამართეთ. რატომ გაავრცელა, ან საიდან შევიდა მასთან, არ ვიცი. 19 წლისაა ჩემი შვილი“, – განაცხადა დაკავებულის მამამ.
სხვა სიახლეები