“ბევრ რამეს წაიღებდნენ, მდიდრული სახლია”, – რას ყვებიან ქურდობაზე მინისტრის მეზობლები

წყნეთში, გოგებაშვილის ქუჩის 20 ნომერში, გიორგი ქობულიას საცხოვრებელი სახლში, რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ, ქურდები შეიჭრენ.
შსს მომხდარს არ ადასტურებს; თუმცა, მინისტრის მეზობლები ჰყვებიან, რომ ქურდობის შესახებ გაიგეს. „გავიგე, რომ გაძარცვეს, მაგრამ ვინ და როდის – არ ვიცი. არ ვიცი, რა არის წაღებული, მაგრამ ბევრ რამეს წაიღებდნენ, მდიდრული სახლია ძალიან. გავიგე, რომ  საღამოს გაძარცვეს ეს სახლი. დაცვის პოლიცია წესით კი აქ არის ხოლმე, მაგრამ, ბოლო დროს, არ არის”, – ამბობს გიორგი ქობულიას ერთ-ერთი მეზობელი.

ქურდობის ფაქტს ადასტურებენ მინისტრის სხვა მეზობლებიც. მათი ინფორმაციით, ქობულიას სახლი ქურდებმა გვიან ღამით გატეხეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები