გულის შეტევა 19 წლის ასაკში – „ახალგაზრდა მის სამყარო-2017“ დაიღუპა

გერმანიაში 19 წლის „ახალგაზრდა მის სამყარო-2017“ – ლოტე ვან დერ ზეე გარდაცვლილი იპოვეს. საზოგადოებისთვის ამის შესახებ მისი ინსტაგრამიდან გახდა ცნობილი.
გოგონა უგონო მდგომარეობაში საწოლში ნახეს. მედიკოსებმა ის ხელოვნურ კომაში შეიყვანეს და მიუნჰენში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შემდეგ გოგონა გონზე მოუსვლელად, გულის შეტევით დაიღუპა.
სხვა დამატებითი დეტალები მომხდარის შესახებ ამ დროისთვის არ ვრცელდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები