რა გამაოგნებელი სიურპრიზი მოუწყო ცოლმა ქმარს “ვალენტინობაზე” ( ვიდეო)

“ვალენტინობამ” ჩაიარა და ბევრ ადამიანს ტკბილი და სასიამოვნო მოგონებები დაუტოვა. არაერთგვაროვანი მოგონებები დარჩა, ალბათ, ამერიკელ ბლოგერს მას მერე, რაც მისმა ცოლმა განსაკუთრებული სიურპრიზი მოუწყო, რომელსაც ის მალულად, რამდენიმე დღის მანძილზე ამზადებდა.
ორი შვილის დედა, დღეების განმავლობაში, „მუხანათურად“ გეგმავდა ამ სიურპრიზს და, თავის „შავ-ბნელ“ საქმეში, დამხმარეც იპოვა. ქალმა სახალისო ვიდეო ჩაწერა, სადაც მაყურებლებს სულ სიცილ-კისკისით უანონსებს ქმრის შოკს, შემდეგ კი შედეგსაც გვაჩვენებს.
საბოლოოდ, “ვალენტინობაზე” ბლოგერს თავისი მანქანა მთლიანად გაფერადებული დახვდა – მასზე ცოლისა და ბავშვების სურათები იყო დატანილი; ასევე, წარწერები – “მე მიყვარს ჩემი ცოლი”, “ბედნიერი ცოლი-ბედნიერი ცხოვრება” და სხვა.
ახალგაზრდა მამაკაცი, რამდენიმე წუთის განმავლობაში, შოკიდან ვერ გამოდიოდა და ვერ იჯერებდა, რომ მისმა საყვარელმა მეუღლემ ასეთი სიურპრიზი გაუკეთა და მანქანა ასე „გაულამაზა“. ამ სიურპრიზის წყალობით, ის დიდად ბედნიერი ნამდვილად არ ჩანდა და იმის წარმოდგენაც კი უჭირდა, მანქანით სიარულის დროს, როგორ დასცინებდა მას ხალხი.

https://www.youtube.com/watch?v=Or_UrqlFMHo&feature=youtu.be

 

კომენტარები

სხვა სიახლეები