მეცნიერებმა შექმნეს სითხე, რომელსაც მზის ენერგიის აკუმულირება და დიდი ხნის განმავლობაში მისი შენახვა შეუძლია.
ცნობილია, რომ მზის ენერგიას მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს – მისი შენახვა შეუძლებელია. აქამდე არავის შეეძლო შეექმნა მზის ენერგიის შეგროვების და შენახვის ეკონომიური და ეფექტური მეთოდი.
თუმცაღა, გასულ წელს შვედმა მეცნიერებმა სერიოზულ შედეგებს მიაღწიეს მზის ენერგიის დაგროვების და შენახვის პრობლემის მოსაგვარებლად. შვედეთის ჩალმერსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ოთხი ვრცელი სტატია, სადაც ისინი აღწერენ მათ მიერ შექმნილ სითხეს, რომელსაც სწორედ ამ ენერგიის შენახვა შეუძლია.
პოლიმერული სითხის მოლეკულები ნახშირბადის, წყალბადის და აზოტის ატომებისგან შედგება. სითხის დასხივების შემდეგ, ეს მოლეკულები უჩვეულოდ იქცევიან: ატომებს შორის კავშირი იცვლება და მოლეკულა იზომერად გადაიქცევა, ამასთანავე ენერგიას თავის ახალ ფორმაში ინახავს. ეს ენერგია კი მოლეკულის ატომებს შორის მძლავრი კავშირის გამო, დიდი ხნის განმავლობაში ინახება, მაშინაც კი, როცა თავად სითხე უკვე ოთახის ტემპერატურამდეა გაციებული.
როდესაც ეს ენერგია საჭირო გახდება – ვთქვათ, ღამის საათებში ან ზამთარში, სითხე ჩაიწვეთება სპეციალური კატალიზატორით, რომელიც მის მოლეკულებს აბრუნებს პირვანდელ მდგომარეობაში და ამასთანავე, ათავისუფლებს ენერგიას სითბოს პირვანდელ ფორმაში.
„ენერგია ასეთ იზომერში შეიძლება შევინახოთ წლობით, 18 წლამდეც კი“, – ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი.
ახალი სისტემის პროტოტიპმა, რომელიც უნივერსიტეტის სახურავზეა განთავსებული, შესანიშნავი შედეგები აჩვენა. ის მზის პანელებს გვაგონებს. მეცნიერებმა ეს ციკლი უკვე 125-ზე მეტჯერ გამოიმუშავეს და მოლეკულების ეფექტურობის საფუძვლიანი შემცირება ვერ შეამჩნიეს. მკვლევარები ირწმუნებიან, რომ მათ სისტემას შეუძლია სითხის ყოველ კილოგრამზე 250 ვატი/საათში გამოიმუშაოს, რაც ორჯერ უფრო მეტია Tesla-ს ფირმის ცნობილი ბატარეების სიმძლავრეზე. ამას გარდა, ისინი დარწმუნებული არიან, რომ მომავალში ამ სითხის ტემპერატურის გაზრდას ცელსიუსის 110 გრადუსამდე შეძლებენ.
სხვა სიახლეები