“მისტერ ბინი” დეკრეტში საყვარელი ქალის გამო მიდის

ბრიტანელი კომიკოსი როუენ ატკინსონი, იგივე “მისტერ ბინი” აცხადებს, რომ გადაწყვიტა დეკრეტში გავიდეს, რათა თავის 1 წლის შვილთან დრო გაატაროს. ატკინსონმა დეკრეტში გასვლა საყვარელი ქალის კარიერისთვის ხელის შეწყობის მიზნით გადაწყვიტა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა The Sun ავრცელებს.
„ვაპირებ პატარა ბინს მოვუარო, რომ ლუიზამ კარიერაზე კონცენტრირება შეძლოს“, – უთხრა მეგობრებს მსახიობმა.
როგორც გამოცემა წერს, ატკინსონმა საყვარელ ქალს, 35 წლის ლუიზა ფორდს, სიხარულით აუწყა, რომ თავად შვილთან ერთად სახლში დარჩება.
„როუენს აქვს ჩვევა – ადამიანები გააკვირვოს და მან ეს კვლავ გააკეთა თავისი განცხადებით. როუენს უყვარს პატარა აილასთან დროის გატარება და მასზე ჭკუა ეკეტება“, – ამბობს გამოცემის წყარო.
„მისტერ ბინმა“ და ლუიზ ფორდმა ერთმანეთი 2012 წელს გაიცნეს, მათი რომანის შესახებ ცნობილი 2014 წელს გახდა. 2017 წლის დეკემბერში კი წყვილს შვილი, აილა მეი, შეეძინა.

კომენტარები

სხვა სიახლეები