რის გამო დაარღვევს პროტოკოლს მშობიარობისას მეგან მარკლი

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი კიდევ ერთი მემკვიდრის მოლოდინშია. პრინცი ჰარი და მეგან მარკლი შვილს ელოდებიან. როგორც ბრიტანული მედია იუწყება, მეგან მარკლი კიდევ ერთ სამეფო პროტოკოლს დაარღვევს. მეგანმა მშობიარობისთვის დამხმარე ქალი დაიქირავა ე.წ “დოულა” , რომელიც მშობიარობისას დაეხმარება. როგორც ცნობილია, სამეფო ოჯახის ქალების გვერდით ამ მნიშვნელოვან მომენტში ექიმების გარდა არავინაა და შესაბამისად, ჰერცოგინიას გადაწყვეტილება პროტოკოლის დარღვევად შერაცხეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები