ბალენსიაგას კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ ახალი დიზაინის მაისურები გამოუშვა. შავ, გრძელმკლავიან მაისურებზე 2000-იანი წლების ქართული პოლიტიკური მოძრაობის სახელი “კმარა!” წერია, რომელიც ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ იბრძოდა. გვასალიას ახალ მაისურებზე მოძრაობის ლოგო, ზემოთ აღმართული მუშტიცაა დატანილი. კოლექცია გვასალიამ თავისი ბრენდის “ვეტმანის” ხაზით გამოუშვა და 492 ევრო ღირს. მათი შეძენა ვებსაიტ mrporter.com -ზე შეგიძლიათ.