ქურდი მოპარული ნივთების პატრონისთვის მიყიდვის ფაქტზე დააკავეს

30 წლის ჯეიმს ლონგდენმა მეზობლის სახლი მაშინ გაქურდა, როდესაც პატრონი საქმეებზე იყო გასული. მამაკაცმა სახლიდან ნოუთბუქი, სამკაულები და ტანსაცმელიც კი გაიტანა. გაყიდული ნივთების გაყიდვას იგი eBay-ზე შეეცადა, ეს კი მისთვის ფატალური შეცდომა აღმოჩნდა.
როგორც გაირკვა, დაზარალებული მეზობელი ნაქურდალის პოვნას პირველ რიგში ინტერნეტით შეეცადა და სწორადაც მოქცეულა. მისი ნივთები ინტერნეტაუქციონზე იყო გამოტანილი, მან ყველაზე მაღალი ფასი დაასახელა და გამყიდველს შეხვედრის თაობაზე შეუთანხმდა. ლონგდენი მოთმინებით ელოდა მყიდველს საკუთარ სახლში, მაგრამ მის ნაცვლად, პოლიციელებმა მიაკითხეს.
ლონგდენის სახლის ჩხრეკისას ნაქურდალი ნივთების უმრავლესობა იპოვეს. მამაკაცს დანაშაულის აღიარება მოუწია. სასამართლომ მას 28 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები

სხვა სიახლეები