ნატო ჩხეიძე ლევან ჩხაიძესთან ბოლო შეხვედრას იხსენებს- საწყენია ასეთი კაცის ადრე წასვლა

დეპუტატი ნატო ჩხეიძე ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის გარდაცვალებას ეხმიანება და ჟურნალისტთან ბოლო შეხვედრის დეტალებს იხსენებს.

„ძალიან, ძალიან სამწუხარო ამბავია ახალგაზრდა კარგი კაცის წასვლა ამ სოფლიდან…

„იბერიაში“ პოლიტიკური გადაცემა მიჰყავდა:„ცენზურის გარეშე“.

მოსკოვიდან „პატრიოტების“ პირველი ვიზიტიდან ჩამოსვლისთანავე მთხოვა, ჩამერთეთო და ისეთი ტონით იყო ნათქვამი თან თხოვნით, თან გამომცდელად, რომ უარი ვერ ვუთხარი, მიუხედავად იმისა, რომ ჩამოსვლამდე გაგვაფრთხილეს, პრესკონფერენციამდე ინტერვიუებისაგან თავი შეიკავეთო.

ნიჭიერი ჟურნალისტი იყო ლევან ჩხაიძე, თხოვნის კილოში გაჟღერებული შეფარული აქცენტით დამითანხმა.

„იბერიაში“ მივედი, მომიახლივდა და:

– გავიაროთ კითხვებიო? – მკითხა უკვე ნაცნობი ტონით.

– პირდაპირ ეთერში გავიაროთ-მეთქი.

– მათამამებთო.

– უკვე ითამამე-მეთქი.

– ჩემი საქმე ეგ არისო,- გაიღიმა.

– ჰოდა, მივხედოთ სტუდიაში ჩვენ ჩვენს საქმეს-მეთქი, – ღიმილი დავუბრუნე…

საღამოს მომწერა, გმადლობთო, ჩასაფრებულის პოზიცია მივიღე და ყველაფერი გკითხეთ, რაც მაინტერესებდაო და ასეთი თავისუფლებისთვის, გმადლიბთო…

წესიერი და თავაზიანი ჟურნალისტი იყო ლევან ჩხაიძე.

აი, ამ ერთ პატარა მოგონებაში რამდენი ეპითეტი დაგროვდა ბუნებრივად: კარგი, ნიჭიერი, პროფესიონალი, წესიერი, თავაზიანი…

კიდევ რამდენი სხვა მოგონებებში დაგროვდება…

საწყენია, ძალიან საწყენია ასეთი კაცის ასე ადრე წასვლა ისედაც წუთისოფლიდან,-იხსენებს დეპუტატი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები