4 წლის გოგონას გარდცვალების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ოჯახის მეზობლების თქმით, დედა ლელა ქსოვრელი გოგონას ხშირად ფიზიკურად უსწორდებოდა და ამის გამო, ბავშვი საავადმყოფოშიც მოხვდა. შსს-ს ინფორმაციით, ქალზე შემაკავებელი ორდერიც კი იყო გაცემული. დაკავებული ქალის მეუღლე და ბავშვის მამინაცვალი ამბობს, რომ მეზობლების მონაყოლი სიმართლეს არ შეესაბამება და 4 წლის გოგონა ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დაკავებული ქალბატონი შვილზე არ ძალადობდა და გოგონა ტრავმებს დაბანისას იღებდა, რადგან იგი დაავადებული იყო და წყალს ვერ იტანდა, ამიტომ ბანაობისას ხშირად ტიროდა. ოჯახს კი ბავშვის მკურნალობის საშუალება არ ჰქონდა.
გარდაცვლილის დედას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. შსს ასევე იმ ადამიანების საქმიანობას შეისწავლის ვისაც, ევალებოდა გაეკონტროლებინა, ნამდვილად ძალადობდა თუ არა ოჯახი ბავშვზე.
სოფიო რატიშვილი