ფოტოგრაფი, რომელმაც ყველაფერი მიატოვა, რათა სიზმარში გამოცხადებული ბებიას დავალება შეესრულებინა (ფოტოკოლაჟი)

ფოტოგრაფმა მატიკა უილბურმა ცხოვრების უჩვეულო მისია აირჩია – ის ჩრდილოეთ ამერიკაში ფედერალურ დონეზე აღიარებულ ყველა ტომის წარმომადგენლებს ფოტოებს უღებს.
თავად უილბურის ვენებში ამერიკელი აბორიგენების სისხლი ჩქეფს – ის სვინომიშის და ტულალიპის ტომების წევრების შთამომავალია. 2012 წელს მან სიეტლიში ბინა გაყიდა და მშობლიურ ქვეყანაში მოგზაურობა დაიწყო, რათა მისი მკვიდრი მოსახლეობა ფირზე აღებეჭდა. ის, რაც ფოტოსურათების უბრალო სერია უნდა ყოფილიყო, უზარმაზარ არქივად გადაიქცა, რომლიც ამერიკელი აბორიგენების ისტორიითა და კულტურით არის გამსჭვალული.
მან უკვე 300 000 მილი დაფარა და 400 ტომის ცხოვრებას გაეცნო, თუმცა თავისი მისია ჯერ არ დაუსრულებია.
როგორც მატიკა ამბობს, მან ეს პროექტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბებია დაესიზმრა და უთხრა, რომ ყველაფერი მიეტოვებინა და ამ საქმისთვის მოეკიდა ხელი. უილბური თავის გმირებს შავ-თეთრ ფოტოებს უღებს და „ზონების სისტემის“ მეთოდს იყენებს, რაც საშუალებას აძლევს, უფრო დინამიური სურათები შექმნას. ასევე, ის შესაძლებლობას აძლევს თავის გმირებს თავად აირჩიონ თუ როგორ და სად სურთ გადაღება.

ფოტოგრაფი

 

კომენტარები

სხვა სიახლეები