ინციდენტი ინდონეზიაში, ჩრდილოეთ სულავესის პროვინციაში მოხდა. ლაბორატორიის 44 წლის ხელმძღვანელი დიზი ტუვო დილით ნიანგ მერრის გამოსაკვებად მივიდა. დიზი ყოველ დილით ნიანგს ახალი ხორცით კვებავდა.
რამდენიმე საათის შემდეგ, დიზი ტუვოს კოლეგებმა საშინელი აღმოჩენა გააკეთეს. მათ დაინახეს ნიანგი, რომელიც ქალის დასახიჩრებული სხეულის გვერდით იწვა, ქალის ერთი ხელი მოგლეჯილი იყო. როგორც ჩანს, ნიანგი უკანა ფეხებზე დადგა და ვოლიერის კედელზე ავიდა, რის მერეც ბიოლოგი დაიჭირა და მოკლა. როდესაც მაშველებმა ცხედრის ამოყვანა სცადეს, ნიანგი მათ ამის საშუალებას არ აძლევდა.
სხვა მკვლევარების თქმით, აქამდე მერრი აგრესიას მხოლოდ სხვა ნიანგების მიმართ ავლენდა და ადამიანებს თავს არასოდეს დასხმია. ნიანგი კუჭის შიგთავსის გამოსაკვლევად ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.
სხვა სიახლეები