ჯონი დეპმა და ემბერ ჰერდმა ლოს-ანჯელესში იქორწინეს

ცნობილმა ჰოლივუდელმა მსახიობებმა ჯონი დეპმა და ემბერ ჰერდმა 3 თებერვალს ლოს – ანჯელესში იქორწინეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს დღეებში ისინი ბაჰამის კუნძულებზე გაემგზავრებიან და თაფლობის თვეს სწორედ იქ გაატარებენ.
წყვილმა ერთმანეთი ფილმის “რომაული არდადეგების” გადასაღებ მოედანზე გაიცნო. ამერიკული ყვითელი პრესა ხშირად წერდა, რომ ჯონი დეპისა და მისი საცოლის ვანესა პარადის დაშორების მიზეზიც სწორედაც რომ მომხივლელი ემბერ ჰერდი იყო, თუმცა მაშინ ამ ინფორმაციას წყვილი საგულდაგულოდ მალავდა. აღსანიშნავია ისიც, რომ დეპი ვანესა პარადისთან სამოქალაქო ქორწინებაში 15 წელი იმყოფებოდა და მათ საერთო შვილებიც ჰყავთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები